ქობულეთის მერს ოპონენტი ნეპოტიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლელა ვერულიძე აცხადებს, რომ რიგ სამსახურებში მირიან ქათამაძეს ახლო ნათესავები ჰყავს დასაქმებული. ირწმუნება, რომ ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ასლან ქათამაძე და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი იმედა ქათამაძე მერის, მირიან ქათამაძის ბიძაშვილები არიან.
თავად მუნიციპალიტეტის პირველი პირი მირიან ქათამაძე წერილობით გვპასუხობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებით, ოპოზიცია მის დისკრედიტაციას ცდილობს.
წერილობით განმარტავს, რომ ორივე პირი სათანადო წესითაა დანიშნული მისი, როგორც მერის უფლებამოსილების ცნობამდე.