გორის მერი: ხმაურის გაკონტროლება შეუძლებელია და მოწყობილობაც გამოუყენებელია

486

გორის მერიამ შსს-სგან გადაცემული მოწყობილობები, რომლითაც ხმაურის გაკონტროლება უნდა მომხდარიყო, ვერ გამოიყენა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ღამის საათებში ხმაურს, ძირიათადად სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენება იწვევს, თუმცა მისი კონტროლი მუნიციპალურ დონეზე, როგორც გორის მერი ამბობს, შეუძლებელია.

“შეუძლებელია მაგის გაკონტროლება, ადგილზე უნდა დადო ძირითადად მაშინ როდესაც “სალიუტებს” აფეთქება ხდება. ჩვენ რესტორნების მეპატრონეები ყველა გაფრთხილებული გვყავს, მაგრამ გარეთ გამოდიან და ისე აფეთქებენ. გამოძახებაც რომ მოხდეს, მივლენ ადგილზე და ყველაფერი დამთავრებულია უკვე. პრაქტიკულად, გამოუყენებელია ეს მოწყობილობა, რაც შსს-სგან გადმოგვეცა. ალბათ რამე ახალი კანონი უნდა შემოიღონ, ან უკან დავუბრუნოთ ამ უწყებას. ვიღაცას უნდა დაევალოს, მაგრამ შეუძლებელი იქნება ხმაურის გაკონტროლება, თუ ადგილზე არ მოხდა ეს. სხვა ქვეყნებშიც ასეა, რესტორნების მეპატრონეები ჯარიმდებიან, თუ შიგ რესტორნიდან მოხდა ასაფეთებელლის გაშვება”, – ამბობს გორის მერი.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებს შსს-სგან 2018 წლის ივლისში დაეკისრათ, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, მისი შესრულება გორის მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.