გორის კეთილმოწყობის სააგენტო შტატიან თანამშრომელთა ხელფასზე 4-ჯერ მეტს უშტატოებზე ხარჯავს

729

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს შტატიან თანამშრომელთა ხელფასებზე მიმდინარე წლის იანვრიდან 16 ივნისის ჩათვლით, სულ გაიცა 178 445 ლარი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

რაც შეეხება უშტატო თანამშრომლებს, მათზე სააგენტოდან ამ პერიოდის განმავლობაში 730 642 ლარი გაიცა.

გამოდის, რომ სააგენტო უშტატო თანამშრომელთა ხელფასებზე, შტატიანთან შედარებით 4-ჯერ მეტს ხარჯავს. ამის შესახებ, ინფორმაცია სააგენტოს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 4 074 ლარი და 85 თეთრი გაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ოფისისთვის ამ პერიოდში 27 973 ლარი და 47 თეთრი დაიხარჯა.