გორის კეთილმოწყობის სააგენტომ “ახალბაღის” ძველი ატრაქციონები აუქციონის წესით გაასხვისა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, დაშლილი ატრაქციონები 29 717 ლარად გაყიდეს.
გორის მერია “ახალბაღის” პარკში ახალი ატრაქციონების დამონტაჟებას აპირებს. ამისთვის კი ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ტენდერში გამარჯვებული შპს იმგო მიიღებს.
ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული კომპანია 7 ერთეული ატრაქციონის მიწოდებასა და დამონტაჟებას სექტემბრამდე უზრუნველყოფს.