საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნების საკითხს განიხილავენ. გორის მერია ახალ გაერთიანებას მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ითხოვს, რომლისთვისაც გორში შესაბამისი სადგომი ეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, უშუალოდ ა(ა)იპ-ს 25-მდე თანამშრომელი დასჭირდება, ხოლო ავტობუსებისთვის 75 მძღოლის დასაქმება იგეგმება.
“CV-ებს მოვატანინებთ, ვისაც გამოცდილება ექნება ტრანსპორტის მართვის. თავისთავად, მგზავრების გადაყვანას ისეთს ვერ მივანდობთ, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. კონკურსის წესით, 75 მძღოლს შევარჩევთ. ა(ა)იპის-თვის კი 25-მდე ადამიანის დასაქმებას ვფიქრობთ”, – ამბობს გორის მერი.