7 ივლისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის -...
ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.1 მლნ ლარს აღემატება. მუნიცილაპური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სკვერში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა...
სტატიის გაგრძელება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში აქცია გამართა. სოფლის მცხოვრებლები სასმელ წყალს თხოვენ. მათი თქმით, წყალი 20 წელია, არ მიეწოდებათ და სასმელ წყალს ჭებიდან ეზიდებიან. სოფელში ამბობენ, რომ ახლა გვალვის გამო წყალი ჭებშიც არ არის. „ორი წლის წინ სოფელში წყლის გაყვანილობა დამონტაჟდა, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა. რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილი დამოკიდებულება მივიღეთ....
აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გიდებისთვის, საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული კომპანიების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის უკვე დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ...
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შემოწმდა 63 ობიექტი, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა ორ შემთხვევაში აღინიშნა. „სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ ორ შემთხვევაში აღინიშნა. სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას...
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის, (ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე), სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 8 ივლისის 15:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, თვრინი, ფუთი, ალავერდი, კვალითი, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, კლდეეთი, ქვედა საქარის ნაწილი, დაბა შოროპანი, მარტოთუბანი. "შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს...
გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად გახდა საჭირო. "მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ გაჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. ქართულ და...
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საუბარია 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს. "ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ცვლილებაზე კომენტარისას. "მიუხედავად იმისა, რომ...
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად დაათვალიერა. "მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩორჩანაში. გზის პრობლემა, რაც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, ფაქტობრივად, უკვე მოგვარებულია და მალე აქ მცხოვრები მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს....
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაური მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სოფელ სხვავასა და სოფელ კაჩაეთში ადგილზე გაეცნენ. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 499 992ლარს შეადგენს. შემსრულებელი "ამბროლაურის სერვის ცენტრი".
ორგანიზაცია სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი ბენეფიცირებისთვის დღის ცენტრის გახსნას გეგმავს, თუმცა, ამისთვის შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ. ამიტომ საზოგადოების ჩართულობის მიზნით დაიწყეს სოციალური კამპანია „მათი მომავლისთვის“. ამის შესახებ სპექტრი წერს. დამფუძნებლის და თავმჯდომარის, თამთა კუსრაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია უკვე სამი წელია არსებობს და ძირითადად მშობლების გაძლიერების პროგრამაზე მუშაობს. „ვატრენინგებთ მშობლებს. ამ ხნის განმავლოაბში ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გვაქვს ბაზა....
ძალიან მარტივია, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას, ისინი ყოველთვის პირველები იყვნენ, ვინც იკავებდა რადიუსს საარჩევნო უბნების გარშემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესში რადიუსი არ შედიოდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე, გაეფორმებინათ მემორანდუმი და ყველას აეღო პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მზადების პროცესშია. მისივე თქმით, მმართველი პარტია ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას წარადგენს. კობახიძე ამბობს, რომ პროგრამაზე მუშაობა სავარაუდოდ, თვის ბოლოსკენ დასრულდება. „ბუნებრივია, პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას. ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია და ის აღარ გადაიხედება. კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს და ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმი შემუშავდეს. კობახიძის განმარტებით, ხმების გადათვლის პრობლემა არც ახლა არსებობს. „ყველა საკითხი განვიხილეთ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე მიღებულია. შესაბამისად, თემა დახურულია. რაც შეეხება გადათვლას, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სტატისტიკა, რომლის...
პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო -რეგიონების” თავჯდომარის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, კახეთში მცხოვრები ფერმერები საწვავის ფასთან დაკავშირებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. მისი განცხადებით ხელისუფლებამ ისინი მოატყუა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ღვინიაშვილი, თელავში, სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა და პრემიერ მინისტრს მოუწოდა საწვავის ფასთან დაკავშირებით ფერმერებისთვს მიცემული დაპირება შეასრულოს. მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ერთი ლარით ნაკლებად უნდა გაყიდულიყო, თუმცა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაფხულის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდათ. ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებით გეგმავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "დღე გამოშვებით მაინც მოდიოდა ადრე, თუმცა ისიც ძალიან მცირე რაოდენობით, ყველას ​"მატორები" გვაქვს სახლში ამის გამო. მაგრამ ახლა, შეიძლება კვირაში ერთხელაც არ მოვიდეს და ძალიან ცუდ დღეში ვართ. ყოველ წელიწადს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ