ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

673

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაური მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სოფელ სხვავასა და სოფელ კაჩაეთში ადგილზე გაეცნენ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 499 992ლარს შეადგენს. შემსრულებელი “ამბროლაურის სერვის ცენტრი”.