ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.1 მლნ ლარს აღემატება.
მუნიცილაპური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სკვერში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორივე ლოკაციაზე ტენდერი 24 ივნისს გამოცხადდა. ბახმაროში ტენდერში წინადადებების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება, ხოლო ოზურგეთის პარკის რეაბილიტაციაზე 24 ივლისს დაიწყება და 5 დღე, 29 ივლისამდე გაგრძელდება.
ტენდერის პირობების მიხედვით, ბახმაროს პარკის პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 372 777 ლარია, ხოლო ოზურგეთის პარკის შესყიდვის ღირებუელბა 1 774 448 ლარია.
განსხვავებულია ასევე სამუშაობის ჩატარების ხანგრძლივობა – პარკის შემთხვევაში მიმწოდებელმა სარეაბილტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 კალენდარულ თვეში უნდა დაასრულოს. რაც შეეხება ოზურგეთის სამკუთხოვან სკვერს, აქ მიწოდების ვადად 12 კალენდარული თვე განსაზღვრული.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აღნიშნავენ, რომ ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სამკუთხა სკვერის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე გეგმავს ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობის, მესტიაში ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი ტენდერების გამოცხადებას.