აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გიდებისთვის, საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული კომპანიების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის უკვე დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს.
გარდა ამისა, გვერდზე განთავსება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების განრიგი, რომლებზეც დარეგისტრირება ონლაინ იქნება შესაძლებელი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების პროგრამა უკვე ახალ ვებ-პლატფორმაზე სექტემბრიდან ჩაეშვება.