კამპანია „მათი მომავლისთვის“ სიღნაღში შშმ პირების დასახმარებლად

392

ორგანიზაცია სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი ბენეფიცირებისთვის დღის ცენტრის გახსნას გეგმავს, თუმცა, ამისთვის შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ. ამიტომ საზოგადოების ჩართულობის მიზნით დაიწყეს სოციალური კამპანია „მათი მომავლისთვის“. ამის შესახებ სპექტრი წერს.

დამფუძნებლის და თავმჯდომარის, თამთა კუსრაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია უკვე სამი წელია არსებობს და ძირითადად მშობლების გაძლიერების პროგრამაზე მუშაობს.
„ვატრენინგებთ მშობლებს. ამ ხნის განმავლოაბში ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გვაქვს ბაზა. ვიცით რამდენი შშმ პირი გვყავს და სად არიან ეს ადამიანები, რა საჭიროებები გააჩნიათ და რა პრობლემები აქვთ. ყველაზე მეტად გამოვარჩევ ზრდასრულ შშმ პირებს, რომლებიც ჩაკეტილები არიან სახლში. მათ აქვთ დიდი რესურსი, რომ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, უნარი. გამოვიდნენ გარეთ და საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვისაც სასიკეთო საქმე აკეთონ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გავხსნათ დღის ცენტრი და მოვახდინოთ მათი ადაპტირება.“

თამთა კუსრაშვილის თქმით,მათ შესაბამისი ფართი იჯარით აქვთ აღებნული, თუმცა, სჭირდება შშმ პირებისთვის ადაპტირება.

„გვაქვს იჯარით აღებული სახლი. დავიწყეთ მისი ადაპტირება, რომ გვქონდეს დღის ცენტრი ზრდასრული ასაკის პირებისთვის. ეს იქნება დღის ცენტრს პლიუს სოციალური საწარმო, სადაც ეს ადამიანები გამოიმუშავებენ სახელოვნებო უნარებს და აღმოაჩენენ თავიანთ ნიჭს რამოსწონთ, რისი გაკეთება შეუძლიათ. ამის მერე ამ კუთხით დასაქმედებიან ჩვენთან. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა ამ ადამიანების მდგომარეობა. რადგან იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება საკმაოდ დიდი ფულადი რესურსი,ვიფიქრეთ, რომ უნდა დაგვეწყო კაპმანია თუნდაც მცირე შემოწირულობებით. ჩვენი ორგანიზაციის წევრმა ცირა დოლაშვილმა დაიწყო თიხის სახლების დამზადება, რომლსაც საჩუქრად გადავცემთ იმ ადამიანებს, ვინც გაიღებს შემოწირულობასამ კამპანიისთვის. სტანდარტებიდან გამომდინარე გვაქვს იმის შესაძლებლოიბა, რომ 16 ბენეფიციარს გაუწიოთ მომსახურება. “

მათ ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს კამპანიაში „მათი მომავლისთვის“ და გაიღოს შემოწირულობა, შეუძლია თანხა ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე.

ს.ს. საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი
GE53BG0000000131367635GEL
GE53BG0000000131367635USD
GE53BG0000000131367635EUR
მიმღები: ა(აიპ) შშმ პირთა მშობელთა კავშირი
საიდენტიპიკაციო კოდი: 440394574
დანიშნულება: დონაცია შემოწირულობა