video
ბათუმის სასაფლაო ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, არადა ტერიტორია უკვე 5 წელია, რაც მოწყობილია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შემსრულებელს და დამკვეთს კორუფციული ინეტერსები აქვს. ეჭვს ის ამძაფრებს, რომ პროკურატურამ არასრულად შესრულებული სამუშაოების გამო ძიება დაიწყო, თუმცა, საქმე თაროზეა შემოდებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მუნიციპალური ახალი სასაფლაოს ტერიტორიის მოსაწყობად, ბათუმის მერიამ შესყიდვა 2015 განახორციელა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ 3 მილიონ...
video
სტატიის გაგრძელება ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, შესაძლოა, საკუთარი სავარძელი საქართველოს პარლამენტში მოხვედრის საფასურად დათმოს. ამას ის შეტყობინება ადასტურებს, რომელიც მან "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გაუგზავნა.  ინფორმაციას ტვ25 საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალაქის მერი თანამდებობის დატოვებას არჩევნებამდე გეგმავს, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად სიაში ჩასმის სანაცვლოდ. მერმა ამის შესახებ შეტყობინება პარტიის ცენტრალურ ოფისშიც გაააგზავნა, მაგრამ დეტალებზე კომენტარის გაკეთება ჩართულ კამერასთან არ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების საიჯარო გადასახადისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათ დღეს ბაზარში ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან. ამბობენ, რომ მოვაჭრეები ე.წ. ხოფის ბაზრობის მსგავსად ფართის გადასახადისგან წლის ბოლომდე უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ბიზნესოპერატორის სუბსიდირება რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მოხდეს. გია აბულაძის თქმით, რეგიონს ამის ფინანსური რესურსი აქვს. მოვაჭრეების ამბობენ, რომ მათ საკმაოდ მაღალი...
წინა სტატია ქალაქ თელავში, მეგობრობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ დღეში განახლდება–აღნიშნული განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა გააკეთა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მისივე თქმით, სამუშაოები ქუჩაზე არსებული კომუნიკაციების გამო შეჩერდა, რადგან სხვა ტექნიკის შემოყვანის აუცილებლობა დადგა. “შეჩერებულია მუაშობა აღნიშნულ ქუჩაზე, იმ რეალობიდან გამომდინარე რაც შექმნა კომუნიკაციებმა. ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამის კომპანიებთან გვაქვს მიწერა. სამუშაო პროცესი სამ დღეში განახლდება. ხელის...
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609...
ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის განცხადებით, წყლის მრავალწლიანი პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. აქციის მონაწილეების თქმით, ვითარება განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში, როცა, წყალი შრება და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება. ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა. მისი თქმით, წყლის პრობლემის მოგვარება აგვისტოს თვეში დაიწყება.
სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის ან   ყველა თანამესაკუთრის გამოცხადების შემთხვევებშიც. სამინისტროს ინფორმაციით, აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე –myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში...
ზამთრის საკურორტო სეზონზე ბაკურიანის სასმელი წყლის დებიტის გაზრდისა და დაბის შეუფერხებლად წყალმომარაგებისთვის, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე წინადადების მიღება 20 ივლისს, ხოლო ბაკურიანში წყლის სისტემის ოპტიმიზაციის სამუშაოებზე 17 ივლისს სრულდება. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით10 მილიონ ლარამდეა. გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში უნდა დაასრულონ. სამუშაოების შედეგად, ზამთრის...
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში მდებარე N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გამოვლენილი კომპანია ახორციელებს. მათი ცნობით, ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. „N28 ბაგა-ბაღის ძველი შენობა 12-ჯგუფიანი იყო, ახალი პროექტი კი როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამი თვის განმავლობაში მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. "კომუნალურ სუბსიდიაზე მთავრობამ 170 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სამივე სექტორში, ანუ ელექტროენერგეტიკის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების ნაწილში, ასევე მუნიციპალიტეტებმა დასუფთავების მოსაკრებელი დაუფინანსეს იმ აბონენტებს, რომლებსაც კომუნალური სუბსიდია ეკუთვნოდათ. სუბსიდირების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა," - განაცხადა...
რუსთავში, ახალგაზრდობის პარკის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. პროექტი ცენტრალურ მთავრობას დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. მომზადებულია ვიზუალური ესკიზი, პროექტზე რუსთაველმა არქიტექტორმა გიორგი არევაძემ იმუშავა. მაკეტის მიხედვით პარკს ექნება ცენტრალური და ასევე რამდენიმე ალტერნატიული შესასვლელი, მოეწყობა სხვადასხვა ასაკობრივი სივრცეები, ასევე იქნება კონკრეტული ლოკაცია სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. განთავსდება რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი, იქნება დასასვენებელი ადგილი უფროსებისთვის. კონცერტებისთვის და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის გაკეთდება...
ქუთაისი მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს - ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ამ დროისათვის არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  მერიაში აცხადებენ, რომ ნინო თვალთვაძე ერთი თვით შვებულებაში გავიდა, თუმცა, დაბრუნდება თუ არა ის სამსახურში, უცნობია. არსებული ინფორმაციით, ნინო თვალთვაძე სამუშაოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადადის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ადგილობრივების თქმით, იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც დასახლებული პუნქტს უახლოვდებოდა და რამდენიმე ოჯახს საფრთხეს უქმნიდა, ლოკალიზებულია. „გუშინდელთან შედარებით დღეს ვსუნთქვათ. ვერტფრენები მოვიდნენ და თითქმის ჩააქრეს. კვამლი ისევ...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაღში დამთვალიერებელს შესვლა 23:00 საათამდე შეეძლება. ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება, 7 საათიდან კი ბაღში უკვე დამსვენებლებიც მოდიან. ბაღში მოქალაქეებისთვის შესვლა უფასოა. აქამდე ის დამთვალიერებელს 22 საათამდე იღებდა. განახლებული ბოტანიკური ბაღი შარშან, 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ