საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამი თვის განმავლობაში მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
“კომუნალურ სუბსიდიაზე მთავრობამ 170 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სამივე სექტორში, ანუ ელექტროენერგეტიკის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების ნაწილში, ასევე მუნიციპალიტეტებმა დასუფთავების მოსაკრებელი დაუფინანსეს იმ აბონენტებს, რომლებსაც კომუნალური სუბსიდია ეკუთვნოდათ. სუბსიდირების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა,” – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდათ.