რუსთავში, ახალგაზრდობის პარკის მოწყობა იგეგმება

969

რუსთავში, ახალგაზრდობის პარკის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

პროექტი ცენტრალურ მთავრობას დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.

მომზადებულია ვიზუალური ესკიზი, პროექტზე რუსთაველმა არქიტექტორმა გიორგი არევაძემ იმუშავა.

მაკეტის მიხედვით პარკს ექნება ცენტრალური და ასევე რამდენიმე ალტერნატიული შესასვლელი, მოეწყობა სხვადასხვა ასაკობრივი სივრცეები, ასევე იქნება კონკრეტული ლოკაცია სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. განთავსდება რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი, იქნება დასასვენებელი ადგილი უფროსებისთვის. კონცერტებისთვის და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის გაკეთდება განსხვავებული დიზაინის სივრცე.