ბათუმის სასაფლაო მეხუთე წელია ექსპლუატაციაში არ შესულა

475

ბათუმის სასაფლაო ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, არადა ტერიტორია უკვე 5 წელია, რაც მოწყობილია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შემსრულებელს და დამკვეთს კორუფციული ინეტერსები აქვს. ეჭვს ის ამძაფრებს, რომ პროკურატურამ არასრულად შესრულებული სამუშაოების გამო ძიება დაიწყო, თუმცა, საქმე თაროზეა შემოდებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ მუნიციპალური ახალი სასაფლაოს ტერიტორიის მოსაწყობად, ბათუმის მერიამ შესყიდვა 2015 განახორციელა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ 3 მილიონ 400 ათასი ლარი გადაუხადა. ობიექტი ექსპლუატაციაში ვერა და ვერ შევიდა.

მიუხედავად იმისა, სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული და შენიშვნები თავად ა(ა)იპ “ბათუმის სასაფლაოსაც“ ჰქონდა, 2018 წელს „მამისონთან“ მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გააფორმა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო პროკურატურამ საქმეზე ძიება. შედეგი დღემდე არ ჩანს. უწყებას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა.

ნაზი რეხვიაშვილი კვლევით ორგანიზაცია „ფაქტ-ჩეკს“ წარმოადგენს. მოკვლევა თემის ირგვლივ ახლახანს დაასრულა. ანალიზის საფუძველზე იგი ეჭვობს, რომ შესაძლოა სამუშაოების შემსყიდველ და განმახორციელებელ ორგანიზაცეიბს შორის კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი, თუმცა რატომ დაასჭირდა ამდენად დიდი დრო გამოძიებისთვის პროკურატურას, რეხვიაშვილს პასუხი არ აქვს.

ა(ა)იპ „ბათუმის სასაოფლაოში“ დღეს არ  საუბრობენ, რის საფუძველზეც მოხდა ობიექტის ჩაბარება, როცა კომპანიას სამუშაოები ბოლომდე არ მიუყვანია და შენიშვნების მრავლად ჰქონდათ. დირექტორი აცხადებს, რომ ახლა ხუთი წლის წინ დაწყებული სამუშაოს გასაგრძელებლად და ახალი პოროექტის შესადგენად, გეოლოგიურ დასკვნას ელოდება.

მედიის ცნობით, როგორია მერიის პოზიცია და რამდენად სთოვენ პასუხის საკრებულოშ წევრები აღმასრულებველს ამაოდ გადაყრილი 3,4 მილიონ  ლარისთვის, ვერ გაიგეს. საკრებულოს უმრავლესობის გუნდის წევრებმა შეკითხვებს თავი აარიდეს. რაც შეეხება შპს „მამისონს“, კომპანიასთან  დაკავშირება, ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც შეუძლებელი აღმოჩნდა.