ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

392

ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის განცხადებით, წყლის მრავალწლიანი პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

აქციის მონაწილეების თქმით, ვითარება განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში, როცა, წყალი შრება და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება.

ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა.

მისი თქმით, წყლის პრობლემის მოგვარება აგვისტოს თვეში დაიწყება.