გარემოს დამაბინძურებლების მიმართ ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ, შემაკავებელი ეფექტის იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. „ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ, ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები...
ევროკავშირის (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსზე შემოტანილ 35 განაცხადს 2 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცდა. FAO-ს ინფორმაციით, კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების 40-დან 75 პროცენტამდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. სასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში...
სპორტული მოედნის გასახდელი შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, აშენდა გასახდელი შენობა, მოეწყო გასახდელი ოთახები და საშხაპეები. აღნიშნული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისაა და ევროკავშირის დაფინანსებით, ბორჯომის განვითარების ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია MercyCorps- ის მხარდაჭერით განხორციელდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გასულ წელს დაბა ახალდაბაში სპორტული მოედანი, სავარჯიშო ტრენაჟორები და საჭიდაო არენა მოეწყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ივნისის თვეში დახმარება 65 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც სულ 25 463 ლარი დაიხარჯა. მერიის ინფორმაციით, ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 42 ბენეფიციარს - 19 209 ლარით; ამასთან, დიალიზის...
გორში სტალინის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების უმრავლესობის სამისამართო აბრები დაზიანებულია და არ იკითხება. მოსახლეობის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მისამართს ვერ აგნებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვენ დახმარებას. “სხვა ქალაქიდან ჩამოდიან სტუმრები, ან სხვა დასახლებიდან და ვერ პოულობენ კონკრეტულ მისამართს, რადგან არ აწერია ნომრები, დაზიანებულია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გვეკითხებიან და გვთხოვენ ადგილობრივებს ზუსტ მისამართზე ჩვენ დავაკვალიანოთ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს ცენტრალურ ქუჩაზე“, - ამბობენ მოქალაქეები. გორის...
გორში, რამდენიმე ადგილას შუქნიშნები ქვეითებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზაზე გადასვლისას მწვანე მაშუქი ზოგ შუქნიშანზე არ მუშაობს და ამის გამო, გზის გადაკვეთა ავტომობილების გადაადგილების პარალელურად უწევთ. "ამ პრობლემას პირადად მე, სტალინის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შუქნიშანთან ვაწყდები, ერთ მხარეს მწვანე შუქი ინთება, მეორე მხარეს არა და ჩემით მიწევს, ხოლმე განსაზღვრა რა დროს შეიძლება გზაზე უსაფრთხოდ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი. "სპორტული მოედანი, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო, რაზეც 60 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ასევე, ამ ეტაპზე, სპორტული მოედანი სოფელ ვაჩნაძიანშიც ეწყობა. გასულ წელს კი მინიმოედნები სოფელ ვაზისუბანში, მუკუზანში, ჩუმლაყში, კარდენახსა და ქ. გურჯაანში გაკეთდა" - აცხადებენ გურჯაანის მერიაში. https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality/photos/a.3010092262419918/3010132345749243/?type=3&__xts__=68.ARCAbqF9U5stMrT3Hy5O3dDr2ST_Ne-sXxPs36YhlZXMzG6VLMuVkE9bpqdQAgOvZLoROj_GbwRE1jHq7-eRE4Wzk2RtXO2MaBAt29_sgbcxC2gpy86hKiR6Wy60q7-k_OV-0LaGtMzd3JWtgZeSA4eEaAEdW86R-EB57zf4kj-Z14aYphfyf3W3__5AvIGM__0NX55gQdsGLnIe1pAASkl4syJTR5I1j90cH22S5P0R8cDOdwusVVds85SHZGisUeEjxNQ8-RxN7nDqYxoS16fIeoEOR6POwON1MJ8zN53MWSdG0P8xkb8DzyPl00bqg1eRRlNItkJg-wI2J-tlo6r09YOhn-jwinDsoX1WkPnM5J0_b-DeUhP5-D7rlXoRDAce4jC4h2C-5_P4TDfKKzMAB5hQhhapctpLBew0SZgCm04sDR2cBiuXzKUta3yQEMH0T-J9XuOP1819HmPA&__tn__=-R
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა სატრანპოსრტო ხარჯმა 6 თვეში 3 068 ლარი შეადგინა - ეს ინფორმაციო რადიო "მოზაიკას" საკრებულოს აპარატმა მიაწოდა. ოფიციალური მონაცემებით, საკრებულოს სატრანსპორტო ხარჯი იანვრიდან ივნისის ჩათვლით ასე ნაწილდება: იანვარი - 655,67 ლარი; თებერვალი - 616 ლარი; მარტი - 548,25 ლარი; აპრილი - 508,53 ლარი; მაისი - 223,38 ლარი; ივნისი - 223,38 ლარი; "აღნიშნული თანხიდან, 1330 ლარი დაიხარჯა საკრებულოს თავმჯდომარეზე განპიროვნებული ავტომობილისათვის", - გვაცნობეს უწყებიდან. აპარატის მიერ მოწოდებული...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოთხ შიდა საუბნო გზაზე გარეგანათება დამონტაჟდა. ასევე პროგრამის ფარგლებში, საბავშო ბაღის ტერიტორიაზე გაკეთდა ეზოს სათამაშოები, პარკის ტერიტორიაზე კი მცირე სკვერი მოეწყობა, სადაც ყვავილები დაირგვება. გურჯაანის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მელაანში 20 000 ლარი დაიხარჯება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სოფელში გამართულ საერთო კრებაზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია", - განმარტავენ მერიაში. https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality/photos/a.3012742532154891/3012742715488206/?type=3&__xts__=68.ARDHGrJQxlfu9WpEKGu3fjghKLKeaQ9iUl9IcasZa8ovamWULriIbxnFOx1dX8OMP0uWThKierf361e7a8rBX2bwPqqCAY74PWlDgtXN3AN1nshm_SelaOZxamsUz8OzyCjiQ1_AUW1R6dgFdZum8ohAqY0SXDGEYnitysIi_rfZ6ZTgfia6QnsALD8LkMORcVEFcY74Rc90idZc_Nl_Y0jqOsCZfZMbe5Gho0KBu23QuH9_aTCCUNzvbHT64owOXw-6NK-uhUws-TC6n6sU-zOk8NFxBlW9m9NOVjifeiyxV5Cz2iFzXfx6WtYdjcG6Qmbv9yOOhF458LNYjp0jr4LDvxKhx5mSWbY9mXEsc76XQ743ejLPITInRkYtugWZ-IGBQIn5p6Cz8i1VUQDrLdv7gj4Mu3WO5sTLl8TsrHqhGpOLSmkdoEIXW9uOx9FPvys6XMESPwlyq5KgKEqZ&__tn__=-R
გორის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური მოახლოებულ საარჩევნო კამპანიაში ისევ ჩაერთვება. განიხილავს თუ არა თავს მომდევნო, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრად თავს, ხუბულური ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება განვლილ პერიოდს, თენგიზ ხუბულური იოსებ მაკრახიძესთან ერთად "მდუმარე დეპუტატების" სიაში აღმოჩნდა. ამ საკითხზე პარლამენტარს საკუთარი პოზიცია აქვს და აცხადებს, რომ საქმის გასაკეთებლად ტრიბუნის გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა...
ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება იმის გამო, რომ გორში სარწყავი არხის სისტემა მოეწყოს. ამ სისტემით მერია ქალაქში იმ წყალს გაანაწილებს, რომელიც წმინდაწყალზე მდებარე, აწ უკვე გაუქმებული, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის ქვეშაა დაგროვებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. კომპანია "ემბისის" დასკვნის მიხედვით, გაუქმებული სათავე ნაგებობის ქვეშ წყალი თითქმის 18 ჰექტარზეა დაგროვებული. სადრენაჟე სისტემის ზევით, მიწის დიდი ნაწილი გასასხვისებელი. აშენებული სახლები...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ტყემლოვანა (ფართობით 57 791 კვ.მ) საპატრიარქოს გადასცეს. საჯარო რეესტრის მიხედვით, რეგისტრაცია 2019 წლის დეკემბერში განხორციელდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  რუკის მიხედვით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოექცა ის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები, სადაც ჩრდილოეთ ოსეთში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს იძულებით წასულ მოსახლეობა ცხოვრობდა. გადაფორმებული მიწის ფართობის მიღმა დარჩა რამდენიმე სახლი. რეგისტრაციის განხორციელებაში სპატრიარქოს ქარელის მერია დაეხმარა. 2019 წლის აპრილში...
ახალციხეში, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის 115 მეტრიან მონაკვეთს კერძო მესაკუთრე ჰყავს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტერიტორია ბაზრის საკუთრებაში მანამდე იყო, ვიდრე აქ გზას დააგებდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერების მიხედვით, გზა რომელიც თამარაშვილის ქუჩას ასპინძის ქუჩასთან აკავშირებს, დაახლოებით 115 მ (შუქნიშნიდან ხიდამდე) მთლიანად შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხეს“ საკუთრებაშია. უფრო ძველი საკადასტრო ნახაზებიდან კი ჩანს...
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. როგორც სამინტროში განმარტავენ, შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "მოეწყო გარეგანათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა. პროექტის მიზანია, ასურეთის ისტორიულ დასახლებაში, შენარჩუნდეს გერმანული...
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროექტის ფარგლებში „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“, ქალთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ლაგოდეხში საგრატო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 10 გამარჯვებული ქალი მიიღებს საგრანტო დაფინანსებას საკუთარი ბიზნესის დასწყებად. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა ქალებმა შეუძლიათ მიმართონ: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - ანა ბენაშვილს; საკონტაქტო ნომერი 599855840; სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ნუკრიანის სათემო კავშირის - "ნუკრიანის" ოფისს; ლაგოდეხის...
World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური დაჯილდოებაა. 2020 წელს რიგით 27–ე დაჯილდოება იმართება, რომელშიც საქართველოდან ხუთი ეროვნული პარკია ნომინირებული, მათ შორისაა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკიც. World Travel Awards–ის დაჯილდოება ემსახურება აღნიშნული სექტორის პოპულარიზაციასა და რეგიონების საუკეთესო ტურისტული მიმართულებების გამოვლენას. თქვენი რჩეული პარკისთვის ხმის მიცემა World Travel Awards-ის ოფიციალურ საიტზე 15 ივნისიდან 17 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი, გამარჯვებული კი 28...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ