გორის საკრებულოს 6 თვის სატრანსპორტო ხარჯი – ოფიციალური ინფორმაცია

336

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა სატრანპოსრტო ხარჯმა 6 თვეში 3 068 ლარი შეადგინა – ეს ინფორმაციო რადიო “მოზაიკას” საკრებულოს აპარატმა მიაწოდა.

ოფიციალური მონაცემებით, საკრებულოს სატრანსპორტო ხარჯი იანვრიდან ივნისის ჩათვლით ასე ნაწილდება:

იანვარი – 655,67 ლარი;

თებერვალი – 616 ლარი;

მარტი – 548,25 ლარი;

აპრილი – 508,53 ლარი;

მაისი – 223,38 ლარი;

ივნისი – 223,38 ლარი;

“აღნიშნული თანხიდან, 1330 ლარი დაიხარჯა საკრებულოს თავმჯდომარეზე განპიროვნებული ავტომობილისათვის”, – გვაცნობეს უწყებიდან.

აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმდჯომარის დავით რაზმაძის ტრანსპორტის ხარჯი ასე ნაწილდება:

იანვარი – 292,70 ლარი;

თებერვალი – 275 ლარი;

მარტი – 255 ლარი;

აპრილი – 253 ლარი;

მაისი – 153 ლარი;

ივნისი – 102 ლარი.