დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ლაგოდეხში ქალთა ბიზნესინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

1827

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროექტის ფარგლებში „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“, ქალთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ლაგოდეხში საგრატო კონკურსი გამოაცხადა.

პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 10 გამარჯვებული ქალი მიიღებს საგრანტო დაფინანსებას
საკუთარი ბიზნესის დასწყებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა ქალებმა შეუძლიათ მიმართონ:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში – ანა ბენაშვილს; საკონტაქტო ნომერი 599855840;

სიღნაღის მუნიციპალიტეტში – ნუკრიანის სათემო კავშირის – “ნუკრიანის” ოფისს;

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – თამუნა მუმლაძეს; საკონტაქტო ნომერი: 599856245.

ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, წაიღონ განაცხადის ფორმა, ან ადგილზევე შეავსონ.

განცხადებების მიღება 14 ივლისს, 18 საათზე დასრულდება.