შუქნიშნები გორში, რომლებიც დანიშნულებას ვერ ასრულებენ

531

გორში, რამდენიმე ადგილას შუქნიშნები ქვეითებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გზაზე გადასვლისას მწვანე მაშუქი ზოგ შუქნიშანზე არ მუშაობს და ამის გამო, გზის გადაკვეთა ავტომობილების გადაადგილების პარალელურად უწევთ.

“ამ პრობლემას პირადად მე, სტალინის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შუქნიშანთან ვაწყდები, ერთ მხარეს მწვანე შუქი ინთება, მეორე მხარეს არა და ჩემით მიწევს, ხოლმე განსაზღვრა რა დროს შეიძლება გზაზე უსაფრთხოდ გადავიდე”, – ამბობს მოქალაქე.

გორის მერიაში ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემის შესახებ მოქალაქეებს შეუძლიათ მერიას მიმართონ. შესაბამისი სამსახური კი რეაგირებას მოახდენს.

“მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ, გვითხრან კონკრეტული ადგილები, სად არის აღნიშნული პრობლემა და ჩვენი შესაბამისი სამსახური მოახდენს რეაგირებას”, – გვითხრეს გორის მერიაში.

სტალინის გამზირზე არსებულ შუქნიშნებთან ხშირია ავარიებიც. მოსახლეობა ამბობს, რომ საავარიო სიტუაციებს ზოგ შემთხვევაში ქვეითები ქმნიან.