video
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ძლიერი წვიმის შედეგად სოფლის ცენტრალური გზა  ნიაღვარმა გაანადურა.  იორმუღანლოში გზები წლებია მოუწესრიგებელია და არაერთი დაპირების მიუხედავად მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. იორმუღალოს თემში მცხოვრები ელვინ ქარიმოვი სოფელ კაზლარში წვიმის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი გზაზე მოედინება და გარდა იმისა,...
video
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 სოფელში მიწის უფასო სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. ამ დროისთვის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უკვე დაიწყო პროექტის საველე ტექნიკური სამუშაოები. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. სულ, პროექტის ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ის 28 ადმინისტრაციულ ერთეულია შერჩეული, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს დაიწყო...
ასპინძაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა...
სტატიის გაგრძელება ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თოფურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. "ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას...
წინა სტატია ახალციხეში მესხეთის ქუჩაზე აღებულ ნიმუშებს ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა ჩაუტარდა, წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „ცხრა ივლისს სამი ოჯახიდან აღებული წყლის სინჯების პასუხები უარყოფითია. კიდევ ავიღეთ 10 სინჯი, ქიმიურ დაბინძურებაზე პასუხი გუშინვე გავიგეთ და არაფერია, ახლა მიკრობიოლოგიურის პასუხს ველოდებით. ვაპირებ ნახევარდ დაცლილი მილებიდანაც ანალიზების აღებას, სხვა მეთოდებიც არის. არც ერთი...
პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო...
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ისევ ცალმხრივად გაიხსნა აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი. დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მოქალაქეებს 17 ივლისის ჩათვლით ექნებათ. ისინი სავალდებულო სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ტრანსპორტი არ მოძრაობს აფხაზეთის მიმართულებით და ტვირთით დაახლოებით 2-კილომეტრიანი გზის გავლა უწევთ. ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ყოველ დღეს, 9:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში, 14 მარტიდან ჩაკეტილი ე.წ....
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. განათლების სამინისტრო ინფორმაციით, IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება, მათივე ცნობით, მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ მოსწავლეებისთვის. ამასთან, სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. „დღეს დავათვალიერეთ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის მერიის პრესსამსახურიის ინფორმაციით, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში იმყოფება. შესაბამისად, კომახიძის მიერ დღეს რაიმე თემაზე ბრიფინგის გამართვა არ იგეგმება. მერის მოვალეობას ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში შეასრულებს. ოპოზიციის განცხადებით, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სთხოვს, რადგან მასთან დაპირისპირებაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და "ქართულ ოცნების" პარტიულ სიაში ჩასმას...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. „6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის...
კახეთის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი ხორციელდება. რეგიონში უკვე შესრულებულ და მიმდინარე პროექტებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ,,ამჟამად, კახეთში რამდენიმე პროექტს ვასრულებთ, რომელიც ითვალისწინებს კახეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების პირობების გაუმჯობესებას. მათ შორის დასრულების ფაზაშია ქალაქ წნორისა და საგარეჯოს სისტემების მშენებლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ქსელის ტესტირება, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში შევა და მოსახლეობას წყალს...
„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშან პირველად დაიწყო მასშტაბურად ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციის და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტები,“- ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თეთრიწყაროს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თელავის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს დეპუტატს, რომელიც ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილეა. მის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. უწყების ინფორმაციით, გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა...
გენდერული კვოტის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია გირჩიც გაასაჩივრებს. პარტიის ცნობით, კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს სასამართლოში 10 ივლისს, 17:30 საათზე დაარეგისტრირებს. როგორც პარტია რელიზში წერს, გირჩის პარტიულ სიას პარტნიორები ადგენენ და სია ისე კომპლექტდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ სწორად და სამართლიანად. "პარტიის პარტნიორი კი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც გირჩისთვის თუნდაც ერთი ცენტი შეუწირია, ან ერთი ცენტის საქმე გაუკეთებია. ყველა ეს ადამიანი ერთი ცენტის შესაბამისი წვლილის გაკეთებისას გირჩის ერთ...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ