ავტორი: ეკატერინე ბასილაია "ქალები „COVID 19-ის წინააღმდეგ" - მარტში ამ სახელწოდების გვერდი გაკეთდა "ფეისბუქში" და ამ სივრციდან დაიწყო პროექტი, რომელიც რეგიონებში პანდემიის დროს ღარიბი ოჯახების ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობდა. ამის შესახებ droa.ge-სთან ფონდის "ტასო" გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი საუბრობს. - „სოციალური ქსელში ფონდმა "ტასო" გაავრცელა მოწოდება თავის ახლანდელ და წინა წლების პარტნიორებში და მათი დახმარებით შეკრიბა იმ ადამიანების, ოჯახების სიები, ვინც გადაუდებელ,...
გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციის გამართვა და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. აქციის მონაწილეების თქმით პროტესტი ბაზრის მესაკუთრის მიერ, ჯიხურების ნგრევას მოჰყვა. მათი ინფორმაციით, ბაზრის მეპატრონე ახალი ჯიხურების მშენებლობას და 500 ლარიანი ქირის დაწესებას აპირებს. ,,მეპატრონემ ღამით დაანგრია ჯიხურები და არ გვაძლევს მუშაობის საშუალებას. ვიცით, რომ აპირებს...
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები უშუალოდ საგანგებო ვითარების პროცესშიც იყო გამოცხადებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან კალანდაძემ მინისტრს ჰკითხა, პანდემიის პირობებში აქვს თუ არა ინფრასტრუქტურის უწყებას რამე სახის ჩამორჩენა შესყიდვებთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილს განმარტებით, გარკვეული ჩამორჩენა ამ მხრივ არის, რადგან 33 სისტემური ინფრასტრუქტურული...
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი აუცილებლად შესრულდება. ამ საკითხზე მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპატრნიორის ოთხეული“ ისაუბრა. ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვა მინისტრს გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, მიხეილ ჭკუასელმა დაუსვა – „ახლა გადაწყვეტილება არის, რომ შემცირდეს ბიუჯეტი და იყოს 1 მილიარდ 800 მილიონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის. მიუხედავად იმისა,...
საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე სოფელ თოხლიაურში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მათი განცხადებით, 2016 წელს აღიარების კომისიის მიერ ათი ჰექტარი მიწა მათ გარეშე, ფარულად გასხვისდა. აქციის მონაწილეების თქმით, საძოვრების გამო სოფელმა სამართლებრივი დავა დაიწყო და სასამართლომ პირველ ინსტანციაში მოსახლეობა გაამართლა, თუმცა, პირობითმა მფლობელმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადგილობრივების განმარტებით, ტერიტორიაზე დავა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება, ამიტომ, ისინი საძოვრების...
15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. „დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო...
ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომლიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ეს მისასალმებელია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა რუსთავში, „ქართული ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა სხვა არაფერი არ არის. „ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში ჩვენს მოქლაქეებს ოჯახში შემოსავალი დააკლდათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,...
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე 250-მდე ოჯახს სახლების დაკანონებას ჰპირდება. მისივე განცხადებით, ის პირობას იძლევა, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოეს 1 თვეში, ოჯახებს, რომლებიც წლებია მთავრობისგან ავარიული საცხოვრებელი სახლების დაკანონებას ელოდებიან, მოთხოვნას დაუკმაყოფილებს და სახლებს საკუთრებაში გადასცემს. „დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ ფაქტზე, თუ როგორ გულგრილად და დანაშაულებრივად ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კი, რუსთავში მცხოვრებლებს. ადამიანებს, რომლებიც...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსიჯაბა ბერაძეამბობს, რომ ნარჩენების დასახარისხებლად მუნიციპალიტეტისთვის ურნები მყარი ნარჩენების კომპანიას უნდა შეეძინა. თუმცა, პანდემიის გამო, ამ კომპანიას დაფინანსება შეუმცირდა და ურნების შეძენა მომავალი წლისთვის გადაიდო. ამ თემაზე სტატიას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ნარჩენებისგან ბუნების დაცვის ვალდებულება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. წელს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების დახარისხება უნდა დაეწყოთ. ნარჩენების შემკრებ ურნებში ცალ-ცალკე...
ქედის მერიამ მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა მოქალაქეთა ჩართულობით დაიწყო. "ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისთვის ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა, საჯარო შეხვედრები, ინტერაქტივი - ამ პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას უწევს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები - კოკა კიღურაძე და ნინო ლოლაძე. პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის...
წყალტუბოში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. მუნიციპალიტეტში კოლეჯის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. მერიის ინფორმაციით, კოლეჯში პროფესიულ განათლებას 150 სტუდენტი მიიღებს. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. "პროფესიული სასწავლებლი აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი. პროექტი...
22 და 23 ივლისს, 12:00-დან 12:40-მდე იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა გამართავს საჯარო კონსულტაციას მათთვის, ვინც გეგმავს საპროექტო განაცხადის წარდგენას 2020 წლის 26 აგვისტომდე. კონსულტაცია გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით (კონსულტაციის ბმულს განვათავსებთ საელჩოს ფეისბუკ გვერდზე კონსულტაციის დღეს). "საჯარო კონსულტაციაზე დასწრებისთვის, მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ორგანიზაცია, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და რომელ დღეს გსურთ დასწრება (22 თუ 23 ივლისს) და...
ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით მგზავრთა გადაყვანა. „საქართველოს რკინიგზაში“ ვერ აკონკრეტებენ თარიღს, თუ როდის დააკმაყოფილებს ე.წ. „მასტერაო“ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაწესებულ მოთხოვნებს. "ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ მატარებელში ჰიგიენური ნორმების დაცვა შევძლოთ", – აცხადებენ  „საქართველოს რკინიგზაში". „მასტერაო“ ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტრანსპორტია. ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას „მასტერაოს“ ნაცვლად ხაშურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსებით გადაადგილება შესთავაზა. მერიამ მიკროავტობუსებისთვის „სოკარისგან“...
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს, - აცხადებენ ახალციხის მერიაში. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა საყრდენი კედელი და სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ საკრებულოს შემადგენლობა დატოვა. როგორც მან ნიუპრესს განუცხადა, ის საქმიანობას ბიზნესში გააგრძელებს. "წავედი პოლიტიკიდან და გადავინაცვლე ჩემს საყვარელ სფეროში - ბიზნესში", - განაცხადა მან. ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს. საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებასა და საკრებულოდან წასვლაზე მან უკვე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის...
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ღირებულება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. "გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტით გათვალლისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,8 კმ საავტომობიო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფრგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ