ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომლიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა რუსთავში, „ქართული ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა
როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა სხვა არაფერი არ არის.
„ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში ჩვენს მოქლაქეებს ოჯახში შემოსავალი დააკლდათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ერთად არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქ, ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი, საწარმო ამოქმედდება. ეს სერიოზული მიღწევაა რეგიონისთვის და ქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.