ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ღირებულება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
“გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტით გათვალლისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,8 კმ საავტომობიო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფრგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა”, – განმარტავენ მერიაში.
ცნობისთვის, “ცხრაჯვარი” საქართველოში ცნობილი ტურისტული ადგილია და ის ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.