იაპონიის საელჩო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტებისთვის საგრანტო პროგრამას აცხადებს

608

22 და 23 ივლისს, 12:00-დან 12:40-მდე იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა გამართავს საჯარო კონსულტაციას მათთვის, ვინც გეგმავს საპროექტო განაცხადის წარდგენას 2020 წლის 26 აგვისტომდე.

კონსულტაცია გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით (კონსულტაციის ბმულს განვათავსებთ საელჩოს ფეისბუკ გვერდზე კონსულტაციის დღეს).

“საჯარო კონსულტაციაზე დასწრებისთვის, მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ორგანიზაცია, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და რომელ დღეს გსურთ დასწრება (22 თუ 23 ივლისს) და სასურველი პროექტის სფერო – ერთი წინადადებით. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვწეროთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე, 19 ივლისამდე: grassroot2@tb.mofa.go.jp

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

– პროექტის წარდგენის საბოლოო ვადაა 2020/26 აგვისტო;
– პროექტის წარდგენა შეუძლია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას ან მუნიციპალიტეტს;
– თითო პროექტის საშუალო მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი;
– პროექტები უნდა ემსახურებოდეს ადამიანის უსაფრთხოებას და საბაზისო საჭიროებებს ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების ან ჯანდაცვის სფეროში;
– თანხა შეიძლება მოხმარდეს ან მშენებლობას ან მძიმე ტექნიკის შეძენას;
– ხელფასები, დღგ, საბანკო გადასახადები, ტრენინგები, კვლევები, სხვა ღონისძიებები და მიმდინარე ხარჯები პროგრამით არ ფინანსდება”, – განმარტავენ იაპონიის საელჩოში

იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, მაღალი კონკურენციის გამო, უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც დამატებით ღირებულებას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ემსახურება მშვიდობის მშენებლობას, გარემოს დაცვას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, სიღარიბის გადალახვას და ადამიანის უსაფრთხოების სხვა ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე.

ყურადღება საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის!22 და 23 ივლისს, 12:00-დან 12:40-მდე იაპონიის საელჩოს…

Posted by Embassy of Japan in Georgia on სამშაბათი, 14 ივლისი, 2020