ქედის მერია: პრიორიტეტების დოკუმენტი მოქალაქეების ჩართულობით მუშავდება

911

ქედის მერიამ მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა მოქალაქეთა ჩართულობით დაიწყო.

“ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისთვის ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა, საჯარო შეხვედრები, ინტერაქტივი – ამ პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას უწევს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები – კოკა კიღურაძე და ნინო ლოლაძე.

პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას. შესაბამისი კვლევებისა და კამპანიების წარმოების შემდგომ, ქედის მაგალითზე შეიქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.

UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს საქართველოს განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.