გორელი ახალგაზრდებისთვის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. "საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის არის გორი, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე, ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი" , - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების...
სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა. „ფალიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები სატვირთო ავტომობილების მოძრაობით გამოწვეული ხმაურისა და მტვრის გაფრქვევის მონიტორინგს, სიჩქარის...
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge- უცვლელად გთავაზობთ. ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014  წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა.  შვიდ  წელში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ა(ა)იპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის...
წინა სტატია ახალციხის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც სამართალდამცავების მიერ დაწერილ 15 000 ლარიანი ჯარიმის ოქმის გაუქმებას ეხებოდა, ახალციხის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სარჩელის ავტორები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მოსამართლე ლუიზა თოდუამ არ გააუქმა სამართალდამცველების მიერ 29 მარტს შედგენილი ოქმი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო, ახალციხის აგრარული ბაზრის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა. საამართლო პროცესი დღეს, 16 ივლისს...
ასპინძის მუნიციპალიტეტში ექვსი სოფლის გაზსადენის მშენებლობაზე 9 ივლისს 1 576 296 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 25 ივლისს დაიწყება. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გაზიფიცირებისთვის საჭირო გაზსადენის მშენებლობა ასპინძის ექვს სოფელში: იდუმალაში, ორგორაში, ოშორაში, საყუდაბელში, ძველსა და ჭობარეთში დაიწყება. გარდა ასპინძის მუნიციპალიტეტისა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდიმარე წელს გაზიფიცირება დაიწყება ახალციხისა და ადიგენის კიდევ 12...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტი სამ ქალაქში ტარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგი სახელწოდებით - „როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით“, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მიმდინარეობს. ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს. „ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ტრენინგში ტურიზმის სექტორის 100 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია კერძო...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდა გარე ტრენაჟორები და ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. „საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ლამაზი და გამწვანებული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში ბავშვებისა და მოზრდილების დასასვენებლად უკვე ყველა პირობაა...
წინა სტატია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე - კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაინერგება. გარდა ამისა, მერიის ცნობით, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე). „მოსახლეობის...
გასაგებია, რომ კვლევა შეუკვეთა „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა მედიასაშუალებამ. ამ კვლევაშიც კი მათ 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს, - ასე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გარკვეული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების რეალურ შედეგს 20-30%-ით ცდება ხოლმე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს აღნიშნული ორგანიზაციების მიუკერძოებლობაშიც შეაქვს ეჭვი. „თუ თქვენ იტყვით, რომ უმრავლესობას ვერ აგროვებს ვერცერთი პარტია, შეცდომაა იმიტომ,...
ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს. ის უნდობლობას უცხადებს აღნიშნულ კვლევას და აცხადებს, რომ მმართველი პარტია კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და ყველაფერს უკეთესად გააკეთებს. „მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ჯერ როგორ ჩაატარეს ამ პანდემიის პირობებში, ან...
წინა სტატია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოება მალე "რუსული ექსპერიმენტის დაისის მომსწრე გახდება". როგორც მან Edison Research-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, კოალიციური ხელისუფლება მოვა. "მაშინ, როცა "ქართული ოცნება" მთელი პანდემიის პერიოდში სარგებლობდა უპირატესობით და ამ ჩაკეტილ ქვეყანაში გაქანებულ საარჩევნო პერიოდში იმყოფებოდა, მათ შორის, ბიუჯეტის ფულით მიმდინარეობდა გულის მოგება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისა, ამ კვლევებში მათ მიერ ნაჩვენები შედეგი...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შეუერთდებიან. ვაშაძემ ოპოზიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ასეთი შედეგი, რაც 2020 წელს ექნება, არასოდეს უჩვენებია. "მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" და მის...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის დიდი მხრდაჭერა აქვს, დღევანდელი მონაცემებით, კოალიციას არავისთან შექმნის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია ქვეყანაში არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს შანსი, პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვიდეს. “იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო. დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდის გამოცდისა და ტესტირების სამუშაოები დასრულდა და ახალ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ახალი ხიდი ქალაქ ადიგენში მდებარეობს და ბათუმი-ახალციხისა და ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზებს ერთმანეთთან აკავშირებს. „არსებული ხიდი ვიწრო და დაზიანებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. ასევე, დაზიანებული იყო ხიდთან მისასვლელი გზებიც, არ...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლება ქუთაისის მოსახლეობას დაეხმაროს, საჭიროა, ტურისტული ზონა შეიქმნას და ადგილობრივ ინვესტორებს მიწის ნაკვეთები გადაეცეთ. როგორც ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქი ინვესტიციის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, ქუთაისში მოქმედი სასტუმროები და ჰოსტელები 2021 წლამდე გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ. „კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, შემოსავლის წყაროდ შემორჩენილი ჰქონდა ტურიზმი, მაგრამ ეპიდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია ამ ადამიანების...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. "პროექტის ფარგლებში გაკეთდა ახალი გამანაწილებელი და სადაწნეო ქსელები. ასევე, დასრულდა ერთი ახალი რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობისა და ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოები. ანასეულში, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალმომარაგების კუთხით პრობლემები იქმნება. ასევე, სასმელი წყლის დებეტის სიმცირის გამო ბოლო წლებია მოსახლეობას წყალი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ