ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

464

სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა.

„ფალიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები სატვირთო ავტომობილების მოძრაობით გამოწვეული ხმაურისა და მტვრის გაფრქვევის მონიტორინგს, სიჩქარის მზომი აპარატებისა და დამატებითი საგზაო მაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს, ღამის საათებში მოძრაობის აკრძალვას მოითხოვენ.

შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, თბილისიდან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მოიწვევენ, რომლებიც ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.

სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს”, -განმარტავენ სამსახრეო ადმინისტრაციაში.