ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტი სამ ქალაქში ტარდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგი სახელწოდებით – „როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით“, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მიმდინარეობს. ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.
„ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ტრენინგში ტურიზმის სექტორის 100 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია კერძო სექტორს პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რომ დარგის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რათა განაახლონ ბიზნეს ოპერირება და დაიცვან უსაფრთხოების წესები. მომდევნო ტრენინგი 20 ივლისს თბილისში გაიმართება”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.