თბილისში ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

663

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდა გარე ტრენაჟორები და ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ლამაზი და გამწვანებული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში ბავშვებისა და მოზრდილების დასასვენებლად უკვე ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სკვერების მოწყობას და რაიონს კიდევ არაერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 208 334 ლარი გამოიყო.

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.სამუშაოების შედეგად,…

Posted by საბურთალოს რაიონის გამგეობა on პარასკევი, 17 ივლისი, 2020