გორელი ახალგაზრდებისთვის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება.
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
“საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის არის გორი, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე, ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი” , – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებითაა განსახორციელებელი, მათ შორის მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებული საკითხები.