წინა სტატია დღეს ჩვენ გადმოგვეცა 60 ახალი ავტომობილი, რომელიც განლაგდება თბილისში და რეგიონებში. მათ შორის იქნება 15 რეანომობილია და 45 სასწრაფო დახმარების ავტომობილი, ჩვენ 2014 წლიდან სრულად ჩავანაცვლეთ პარკი და ახლა მიმდინარეობს ეტაპობრივი განახლება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ცენტრის ავტოპარკის განახლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, უწყებამ რეგიონებში ახალი ფილიალების მშენებლობა დაიწყო,...
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი, ვინც ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების სიაში მხოლოდ ერთი ქალის ყოფნას აკრიტიკებენ, "ოცნებას" კვოტირების შემოღებისთვის აკრიტიკებდნენ. მისი თქმით, ასეთი ადამიანების მხირდან "ოცნების" სიაში მხოლოდ 1 მაჟორიტარი ქალის მოხვედრის ფაქტის გაკრიტიკება "სირცხვილია". როგორც თალაკვაძე ამბობს, პოლიტიკაში ქალთა და კაცთა თანაბრად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად კანონი სწორედ ქართულმა ოცნებამ მიიღო. მისი თქმით, ახალ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა იქნება მეტი და...
„დღეს ჯანდაცვის სფეროსთვის, სამინისტროსთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდება. გადაეცემა 60 ახალი გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ევროსტანდარტებით არის აღჭურვილი“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამართული ავტოპარკი უზრუნველყოფს მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ყველაზე საჭირო მომენტში. „ამ გადაწყვეტილებით,...
შემდეგი სტატია თბილისის მერი, კახა კალაძე ავრცელებს რენდერის ფოტოებს, რომლებშიც ჩანს როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სპეციალური თარგები გააკეთეს იმისთვის, რომ ტერიტორია უფრო მეტად გამწვანდეს. კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება შადრევანს, ფილები კი გაიწმინდა და შეკეთდა. მისივე თქმით, ისტორიული ფილები, რომლებიც 9 აპრილის მოვლენებს უკავშირდება დასაწყობებული აქვთ და რეაბილიტაციის შემდეგ ადგილზევე დააბრუნებენ. ამ დეტალებზე თბილისის მერმა პირდაპირ...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილეები - ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე, იმერეთის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. “საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკონსულტაციო საბჭოზე მონაწილეებმა წარმოდგენილი 59 პროექტი მოიწონეს, რომელთა საერთო ღირებულება 26 444 387...
"ერთადერთი კაცი ვიცი, ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს სვამდა მაგიდაზე შემდგარი და ეს კაცი იყო იმ 30-ს შორის ერთი — ბექა ოდიშარია", — ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად ოდიშარიას წარდგენას. მან სხვა კანდიდატებიც გააკრიტიკა და "მინი ოლიგარქებად" მოიხსენია. უგულავამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომლებიც მოქმედი დეპუტატები არიან, მაგრამ იშვიათად აქტიურობენ: "ვინმეს გაუგონია ანზორ ბოლქვაძის ხმა...
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი - www.findouttbilisi.com შექმნა. თბილისის მერიის ცნობით, ვებგვერდის მიზანი, მოხმარების უპირატესობები და დანიშნულება საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააცნო. „ახალი ვებგვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით კი, ისინი საკუთარი სერვისების გაყიდვას პირველ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის „ალტერნატიული ენერგორესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენების გზები განიხილეს. „დღეს, ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ენერგოეფექტურობა და ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს. დონორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ - თუ...
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ლერმონტოვის ქუჩის #96-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 1 მილიონ 914 ათასი ლარია. „მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნაც გაიზარდა. დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 8 ათასზე მეტი აღსაზრდელია. 2013 წლიდან, ჯამში 18 საბავშვო ბაღის მშენებლობა და...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, 22 ივლისს 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, დაგეგმილია კლდის ფერდის ჩამონგრევა (აფეთქება მცირე მუხტებით). სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2020 წლის 22 ივლისს, 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება...
წინა სტატია შემდეგი სტატია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს და ჯამში 700-მდე პირს აუღებენ „პი-სი-არ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას. „მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 6 ჯგუფი, აქედან 3 ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან, ერთი - რუსთავის, ორი - გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფი. დღის განმავლობაში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი 2 ეტაპად წელს განხორციელდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი 3,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა. მათი ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. „გზის საფარის გარდა, ადგილზე მოეწყობა მილხიდები, კიუვეტები და ცხაურები, მოწესრიგდება ასევე...
გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება. „ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს...
„აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკმა“ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო. როგორც ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანხა პანდემიის სოციალ-ეკონომიკური შედგების ლიკვიდაციას მოხმარდება. აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, კონსტანტინ  ლიმიტოვსკის განცხადებით, კრედიტი საქართველოს მთავრობას​პანდემიაზე ეფექტურად რეაგირებისთვის გადაუდებელ ფინანსური საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევა. ამის შესახებ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტაბილურობის ნიშანია, როდესაც გუნდის განახლებასთან ერთად პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები პარტიაში რჩებიან. „ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუკი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. ვფიქრობ, ეს არ არის დაბრუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს. ეს არის...
წინა სტატია საქალაქო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი დააკმაყოფილა და პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. პარტიას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი 19 ივლისს უთხრა. აღნიშნულის მიზეზად, რეგისტრაციის ვადების დარღვევა დასახელდა. „რესპუბლიკური პარტიაში” აცხადებენ, რომ მათ ვადები არ დაურღვევიათ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ