დღეს ჩვენ გადმოგვეცა 60 ახალი ავტომობილი, რომელიც განლაგდება თბილისში და რეგიონებში. მათ შორის იქნება 15 რეანომობილია და 45 სასწრაფო დახმარების ავტომობილი, ჩვენ 2014 წლიდან სრულად ჩავანაცვლეთ პარკი და ახლა მიმდინარეობს ეტაპობრივი განახლება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ცენტრის ავტოპარკის განახლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, უწყებამ რეგიონებში ახალი ფილიალების მშენებლობა დაიწყო, რომ თანამშრომლებს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეთ.
„ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ ახალი ფილიალების მშენებლობა, აქედან 24 უკვე გაიხსნა და 29 წლის ბოლომდე გაიხსნება, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლებს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახი კალაძეს. 2 წლის წინ სასწრაფოს 80 ავტომობილი სრულად ჩაანაცვლა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ავტომობილები, სრულადაა განახლებული, რაც ხელს შეუწყობს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ხარისხის ზრდას. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს და წელს განსაკუთრებით გამოჩნდა თავდადება პანდემიასთნ ბრძოლაში. ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის თითოეული ის ადამიანი, რომელიც ასეთი თავდადებით იბრძოდა პანდემიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
დღეს სამედიცინო დახმარების სამსახურს 60 მანქანა გადაეცა.