თალაკვაძე ადასტურებს, რომ მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევა

762

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევა. ამის შესახებ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტაბილურობის ნიშანია, როდესაც გუნდის განახლებასთან ერთად პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები პარტიაში რჩებიან.

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუკი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. ვფიქრობ, ეს არ არის დაბრუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს. ეს არის სტაბილურობის ნიშანი, როდესაც გუნდის განახლება ხდება, მაგრამ პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები რჩებიან გუნდში“, – განაცხადა თალაკვაძემ.