„აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკმა“ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო.
როგორც ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანხა პანდემიის სოციალ-ეკონომიკური შედგების ლიკვიდაციას მოხმარდება.
აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, კონსტანტინ ლიმიტოვსკის განცხადებით, კრედიტი საქართველოს მთავრობასპანდემიაზე ეფექტურად რეაგირებისთვის გადაუდებელ ფინანსური საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს.