უგულავა ბექა ოდიშარიაზე: კაცი, რომელიც ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი სვამდა “ოცნების” მაჟორიტარების სიაშია

939

“ერთადერთი კაცი ვიცი, ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს სვამდა მაგიდაზე შემდგარი და ეს კაცი იყო იმ 30-ს შორის ერთი — ბექა ოდიშარია”, — ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად ოდიშარიას წარდგენას. მან სხვა კანდიდატებიც გააკრიტიკა და “მინი ოლიგარქებად” მოიხსენია.

უგულავამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომლებიც მოქმედი დეპუტატები არიან, მაგრამ იშვიათად აქტიურობენ:

“ვინმეს გაუგონია ანზორ ბოლქვაძის ხმა პარლამენტში? ვინმეს გაუგონია გოჩა ენუქიჩის ამოღებული ხმა და მისული მიკროფონთან?”

ორშაბათს, 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” მთელი 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ “ოცნების”, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციული კანონპროექტი ჩააგდეს.