ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

347

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ლერმონტოვის ქუჩის #96-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 1 მილიონ 914 ათასი ლარია.

„მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნაც გაიზარდა. დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 8 ათასზე მეტი აღსაზრდელია. 2013 წლიდან, ჯამში 18 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განხორციელდა. წლის ბოლოს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება, რომელიც 200-ზე მეტ აღსაზრდელზე იქნება გათვლილი” , – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.