შემდეგი სტატია რუსთავის მაჟორიტარობისათვის ბესო ჩუბინიძე პარტია "ქართული ფესვების" სახელით იყრის კენჭს. პარტიამ ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში  ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში – ნათია ჯიმშერეიშვილი, რაჭა-ლეჩხუმში – ნოდარ ლიპარტელიანი, ხოლო გურიაში გურამ კვაშალი. ცნობისთვის, პარტია "ქართული ფესვები" 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს.
მოქმედი პარლამენტარი და „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, პარლამენტის სხდომებზე სიტყვით ვერ გამოდის, მაგრამ ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემები საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანოს. მისი თქმით, ასე გააგრძელებს გამარჯვების შემთხვევაშიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სამველ მანუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 20 ივლისს დაასახელა, იგი საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის...
როგორც ცნობილია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე, მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გარდაბნის მუცინიპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინი. „მივიღეთ გადაწყვეტილებები, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ...
გურჯაანში ტროტუარების შეკეთება მიმდინარეობს. ამის შესახებ გურჯაანის ტელევიზია წერს. ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეულის ინიციატივით, ნონეშვილის ქუჩაზე ყველა დაზიანებულ მონაკვეთზე ქვაფენილი შეიცვლება. მომავალში იგეგმება გაზონებიც გამწვანებაც.
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, სანაპიროზე ხის ნაფოტები, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები ყრია. ზღვიდან გამორიყულმა ნატანმა 12 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი დაანაგვიანა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოქალაქეები, რომლებსაც თამარ მეფის გამზირზე საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვთ, პლაჟის სწრაფად მოწესრიგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ტურისტებმა ბინები დაცალეს და სხვაგან წავიდნენ. მიზეზად კი დაბინძურებული სანაპირო დაასახელეს. ''​პანდემიის დროს ისედაც ცოტა დამსვენებელია და ახლა დაბინძურებული პლაჟიც დაგვემატა. ვითხოვთ, დროულად...
ქედის მუნიციპალიტეტში, რთულ პირობებში მცხოვრები ოჯახები, სოციალური სახლის მოლოდინში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში, ქვები ხშირად ცვივა, თოვლის შემდეგ კი ზვავსაშიშროებაა. სოფელ აგარაში, ამ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, 530 ათასი ლარის ღირებულების ხუთ სართულიანი კორპუსი შენდება, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრამდე ვერ დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ვინ შევა ბინებში. ერთ-ერთი მთავარი პირობა...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა გომისმთაზე სოფელ შემოქმედში მცხოვრები ბესო ლომინაძე გახდა. ლომინაძის თანაშემწე კი, გოჩა ბურჭულაძე იქნება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გურიანიუსი წერს. ბესო ლომინაძე იყო შემოქმედის რწმუნებული. შემდეგ კი წლების განმავლობაში ეწევა ფერმერულ საქმიანობას. ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილება მოხდა, რის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეული...
წინა სტატია შემდეგი სტატია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც. „გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში“, - განაცხადა გამყრელიძემ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ...
ხარაგაულის წყალმომარაგების ტენდერი შეწყდა. ტენდერის შეწყვეტის მიზეზად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტის დაკორექტირების აუცილებლობას ასახელებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. „დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რაც სამომავლოდ გაართულებს წყალმომარაგების ქსელების დამატებით მოწყობას. ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მიმდინარე ტენდერის შეწყვეტა და პროექტის კორექტირება“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ დამატებით საჭიროა 76 ოჯახის გათვალისწინება, რომლებიც დღეს კომპანიის აბონენტებად...
video
გურჯაანში, კოსტავასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნებთან საგზაო ნიშნები დაიხაზა. შუქნიშნები ჩაირთო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  მცირე ხარვეზი აქვს მხოლოდ ნინოშვილის ქუჩის კვეთასთან დროის ამთვლელს, ისიც რამდენიმე დღეში გამოსწორდება. შეგახსენებთ, რომ შუქნიშნების დამონტაჟებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათას ლარამდე გამოიყო.
ქალაქ გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა ინტენსიუს რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე აშენებულია ვოლიერები. უწყების ინფორმაციით, გარდა ვოლიერებისა, ასევე მოეწყობა ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. "თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია კასტრაციის მეთოდით, პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყარო+“ იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს. „ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „წინწყარო+“ წარმოებას აფართოებს. შეღავათიანი აგროკრედიტით საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რაც...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წინადადებების მიღება 28 ივლისს დასრულდება. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაბა სიონს წყალი სტაბილურად მიეწოდება. თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ხშირია დაზიანების ფაქტები. „სიონში არსებული წყლის სათავე ნაგებობა, მაგისტრალური ქსელი და რეზერვუარები 1956 წელს არის აშენებული და რეაბილიტაცის საჭიროებს. ახალი განაშენიანების...
წინა სტატია პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათებზე მხოლოდ გამწვანების თარგები იყო ნაჩვენები, რაც რეაბილიტაციის შემდგომი ტერიტორიის სრულ სურათს არ ქმნის. „9 აპრილის მემორიალი რჩება ადგილზე უცვლელი სახით. რაც შეეხება რენდერებს, მასზე ასახული იყო მხოლოდ თარგები. ასევე შენარჩუნებული იქნება ისტორიული ფილები, სადაც 9 აპრილს უდნაშაულო ხალხის სისხლი დაიღვარა“, - განაცხადეს თბილისის მერიაში. ცნობისთვის,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილსა და წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. „რამდენიმე დღეა სამინისტროს გუნდი იმყოფება სხვადასხვა რეგიონში და მართავს მონიტორინგის ტიპის შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამჯერად სამეგრელოში ვიმყოფებით, წელს ეს...
„ლელო საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს იწყებს. ახალი კამპანია „ერთ-ერთი შენგანი პარლამენტში“ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კამპანიის მიზანია პროფესიონალი კადრების პოვნა და მათი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა. მისივე თქმით, „ლელოს“ ახალი კამპანიის მიზანია შიდა პარტიული დემოკრატია, ახალი ძალის გაერთიანება მაქსიმალური თანამონაწილეობითა და ჩართულობით. კამპანიის ფარგლებში ასევე გააქტიურდება ინტერნეტ საიტი Lelovote.ge.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ