პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩება.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათებზე მხოლოდ გამწვანების თარგები იყო ნაჩვენები, რაც რეაბილიტაციის შემდგომი ტერიტორიის სრულ სურათს არ ქმნის.
„9 აპრილის მემორიალი რჩება ადგილზე უცვლელი სახით. რაც შეეხება რენდერებს, მასზე ასახული იყო მხოლოდ თარგები. ასევე შენარჩუნებული იქნება ისტორიული ფილები, სადაც 9 აპრილს უდნაშაულო ხალხის სისხლი დაიღვარა“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ პარლამენტის წინა ტერიტორია 22 იანვარს შემოღობა და რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.
რეაბილიტაცია აგვისტოში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის შედეგად არსებული შადრევნები უნდა მოწესრიგდეს, შეიცვალოს ფილები და გაკეთდეს გამწვანების ახალი თარგები. სამუშაოებს „გრინ სერვისი” ახორციელებს და ის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი ჯდება.