ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა გომისმთაზე სოფელ შემოქმედში მცხოვრები ბესო ლომინაძე გახდა. ლომინაძის თანაშემწე კი, გოჩა ბურჭულაძე იქნება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გურიანიუსი წერს.
ბესო ლომინაძე იყო შემოქმედის რწმუნებული. შემდეგ კი წლების განმავლობაში ეწევა ფერმერულ საქმიანობას.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილება მოხდა, რის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეული გაჩდა. კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიენიჭა.