„ლელო საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს იწყებს

699

„ლელო საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს იწყებს.

ახალი კამპანია „ერთ-ერთი შენგანი პარლამენტში“ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კამპანიის მიზანია პროფესიონალი კადრების პოვნა და მათი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა.

მისივე თქმით, „ლელოს“ ახალი კამპანიის მიზანია შიდა პარტიული დემოკრატია, ახალი ძალის გაერთიანება მაქსიმალური თანამონაწილეობითა და ჩართულობით.

კამპანიის ფარგლებში ასევე გააქტიურდება ინტერნეტ საიტი Lelovote.ge.