გურჯაანში შუქნიშნები ჩაირთო-მის დამონტაჟებაზე 150 ათას ლარამდე დაიხარჯა

393

გურჯაანში, კოსტავასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნებთან საგზაო ნიშნები დაიხაზა. შუქნიშნები ჩაირთო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

მცირე ხარვეზი აქვს მხოლოდ ნინოშვილის ქუჩის კვეთასთან დროის ამთვლელს, ისიც რამდენიმე დღეში გამოსწორდება.

შეგახსენებთ, რომ შუქნიშნების დამონტაჟებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათას ლარამდე გამოიყო.