მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება

556

როგორც ცნობილია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე, მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაბნის მუცინიპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინი.

„მივიღეთ გადაწყვეტილებები, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, პრევენციას, რომ უფრო გართულებისკენ არ წავიდეს პროცესი. ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არ არის ამის საჭიროება და როგორც კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.