ვინ მოხვდება სოციალურ სახლში, რომელიც ქედის სოფელ აგარაში შენდება

470

ქედის მუნიციპალიტეტში, რთულ პირობებში მცხოვრები ოჯახები, სოციალური სახლის მოლოდინში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში, ქვები ხშირად ცვივა, თოვლის შემდეგ კი ზვავსაშიშროებაა. სოფელ აგარაში, ამ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, 530 ათასი ლარის ღირებულების ხუთ სართულიანი კორპუსი შენდება, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრამდე ვერ დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ვინ შევა ბინებში. ერთ-ერთი მთავარი პირობა აგარაში მუდმივად ცხოვრება და შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა იქნება.