აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. საკითხს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე წარადგენს. სხდომა 14  საათზეა ჩანიშნული და მასზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებაც იმსჯელებენ. თორნიკე რიჟვაძემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი დაასახელა. რამაზ ბოლქვაძე, ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, სოფო დიასამიძე, ნოდარ...
რუსთავის მერია
რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები განიხილეს და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ტვ4 წერს. საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-ს 51% წილი, გარკვეული პირობებით, აუქციონზე გასხვისდება, საფეხბურთო კლუბს უნარჩუნდება სპორტული -„ფეხბურთის“ პროფილი. წილის მყიდველი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს „საფეხბურთო კლუბი რუსთავის“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების შესაბამის ლიგებში მონაწილეობისთვის პირობების დაკმაყოფილება და პროლიცენზიის...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დაიწყება. როგორც ნათია თურნავა მედიასთან აცხადებს, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გაყვანა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. „ დღეს მთავრობის სხდომამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება დაიდოს კონტრაქტი, დაიწყოს სამუშაოები და პროექტი საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. საუბარია Open Net-ზე, რომელიც ხორციელება საქართველოში მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით. ზოგადად, ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია,...
დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. Wi-Fi-ით სარგებლობის საშუალება ექნებათ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე მწვანე ქალაქის სტუმრებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მწვანე ქალაქის სტუმრების უმრავლესობა სწორედ წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე ისვენებს. აღნიშნული ტერიტორიები ინტერნეტით „ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ უზრუნველყო. ასევე, გაიზარდა თანამედროვე...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის ინფორმაციით, გათხრების შედეგად აღმოჩენილია უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები. აღმოჩენა სავარაუდოდ XI-XII საუკუნეებს ეკუთვნის. ჭიათურის მერის ცნობით, სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ მილიონ 374 ათასი რეგისტრირებული ავტომობლია, რომლის 36% - 494 640 ერთეული - თბილისზე მოდის. ნახევარ მილიონამდე ავტომობილისთვის დედაქალაქში 30 ათასამდე საპარკინგე ადგილია. ამ შეფარდებით, ერთ საპარკინგე ადგილზე 16 ავტომობილი მოდის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. მიუხედავად პრობლემებისა, თბილისის მერია საპარკინგე ადგილების დამატებას არ აპირებს. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე BM.GE-ის კითხვაზე, დაემატა თუ არა ბოლო წლებში საპარკინგე...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტ ლებარდესთვის, განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. გადაწყვეტილების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, დოკუმენტაციას კი საპროექტო ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინი“ ამუშავებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გაერთიანებული საჯარო განხილვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში გაიმართა, სადაც საზოგადოება გაეცნო, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის ამ ეტაპამდე შესრულებულ სამუშაოს, ისე – სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად განხილვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია...
29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტპარკში ახალი პროექტი, "ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სკეიტპარკში პავილიონების განთავსება დასკვნით ეტაპზეა. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. „პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც...
მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზა, ონის მინიციპალიტეტში მდებარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტის საფარით იყო წარმოდგენილი. „ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გზა სასწრაფოდ საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და წყალგამტარი მილების მოწყობა, ასევე ხელოვური ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტი,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკების შექმნას და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, კვლევების ფარგლებში მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას სტიქიურად განვითარებული გეოლოგიური პროცესების უარყოფითი ზემოქმედებისგან. „გარდა ამისა, კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის....
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბი არის მზად, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდეს. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რაიონიდან მოსახლეობა თბილისში სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე მუშაობს, ასეთ ზონებში კონტროლი გამკაცრდება. მისი თქმით, ბაზრობებზე ჩატარდება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება. „გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა,...
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. ამის შესახებ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს განუცხადა. „იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, - აცხადებს თემურ აბაზოვი. მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. აბაზოვი იმ ვიდეოკადრების გამო დააკავეს, რომლის...
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოფლებში ინტერნეტის მიწოდება აუცილებელია. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა...
სოფელ ოყურეშთან მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 4 368 109 ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში 5კმ ბეტონის საფარის გზა მოეწყობა. უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 5 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად, ბატონიშვილის ქუჩაზე სრულდება...
რუსთავში, ორი ახალი საწარმო შენდება. რუსთავის მერიის ცნობით, პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოსა და სილიკომანგანუმის საწარმოების მშენებლობის პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად გაეცნო. მათი ინფორმაციით, კომპანია "ენ-ბი-ალოისი“ და შპს "პოლივიმი“ ახალ საწარმოებს ჭყონდიდელის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში აშენებენ. ორივე ქარხანში, ჯამში 350-მდე ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდება. "კომპანია "პოლივიმ“ რუსთავში პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ