ნათია თურნავა: საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დაიწყება

530

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დაიწყება.

როგორც ნათია თურნავა მედიასთან აცხადებს, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გაყვანა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

„ დღეს მთავრობის სხდომამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება დაიდოს კონტრაქტი, დაიწყოს სამუშაოები და პროექტი საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. საუბარია Open Net-ზე, რომელიც ხორციელება საქართველოში მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით. ზოგადად, ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია, საქმე ეხება ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გაყვანას საქართველოს მთელი მასშტაბით, რაც მოიცავს ათასამდე დასახლებულ პუნქტს. იცით რომ „კოვიდის“ დროს მნიშვნელოვანია კიდე უფრო მეტად გადავეწყოთ DIGITAL ურთიერთობების პლატფორმაზე, გავხდეთ უფრო მეტად ინტერნეტიზირებული “,-განაცხადა ნათია თურნავამ.