ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

911

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოფლებში ინტერნეტის მიწოდება აუცილებელია.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება. იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშავონ, იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ნორმალური განათლება და იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.