სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევები განხორციელდა

803

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკების შექმნას და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მათი ინფორმაციით, კვლევების ფარგლებში მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას სტიქიურად განვითარებული გეოლოგიური პროცესების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

„გარდა ამისა, კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. საველე კვლევები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.