ცაგერის სოფელ ოყურეშთან მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის გზა კეთდება

405

სოფელ ოყურეშთან მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 4 368 109 ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში 5კმ ბეტონის საფარის გზა მოეწყობა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.