დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
Wi-Fi-ით სარგებლობის საშუალება ექნებათ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე მწვანე ქალაქის სტუმრებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მწვანე ქალაქის სტუმრების უმრავლესობა სწორედ წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე ისვენებს.
აღნიშნული ტერიტორიები ინტერნეტით „ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ უზრუნველყო.
ასევე, გაიზარდა თანამედროვე სტანდარტების მქონე იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.