ჭიათურაში, სოფელ ითხვისში ნაქალაქარი აღმოაჩინეს

521

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის ინფორმაციით, გათხრების შედეგად აღმოჩენილია უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები. აღმოჩენა სავარაუდოდ XI-XII საუკუნეებს ეკუთვნის.

ჭიათურის მერის ცნობით, სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.